Monday, June 14, 2010
Tuesday, June 8, 2010
სასწავლო პროექტის გეგმა
1 პროექტის სახელი
გენური ინჟინერია
2 პროექტის მოკლე აღწერა 1–2 წინადადებით;
მოსწავლეები გაეცნობიან გენური ინჟინერიის მიღწევებს, მათ გამოყენებას ჩვენს ყოფა–ცხოვრებაში და შესაძლო შედეგებს.
3 პროექტის სრული აღწერა;
თემა– გენური ინჯინერია – აქტუალური და რეალურია პრობლემის მიხედვით. სასწავლო პროექტის საშუალებით მოსწავლეები გაეცნობიან გენეტიკის ამ საოცრების არსს, შეაფასებენ გენეტიკაში დაგროვილი ცოდნის მნიშვნელობას და იმსჯელებენ მისი გამოყენების პერსპექტივებზე.
მოსწავლეები მოიძიებენ მეცნიერთა შეხედულებებს და ანალიზებს გენური ინჯინერიის შესახებ; გააანალიზებენ ინფორმაციას გენური თერაპიის მეთოდებსა და შესაძლებლობებზე, იმსჯელებენ მეცნიერების ამ სფეროს პერსპექტივებზე.
მიმოიხილავენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გენმოდიფიცირებულ ორგანიზმებთან დაკავშირებულ მარეგულირებელ ღონისძიებებს.
შეადგენენ გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმების მოდელების სქემებს და აღწერენ პროცედურის ეტაპებს.
შეაგროვებენ ინფორმაციას სასამართლო ექსპერტიზის მიერ გენეტიკური ტესტის გამოყენების შესაძლებლობებზე და მოიყვანენ მაგალითებს.
აღწერენ ემბრიონული ღეროვანი უჯრედების გამოყენების შესაძლებლობებზე იმსჯელებენ მეცნიერების ამ სფეროს განვითარების პერსპექტივებზე.
განიხილავენ გენური ინჯინერიის მიღწევების გამოყენების დადებით და უარყოფით მხარეებს, აყალიბებენ საკუთარ დამოკიდებულებას ამ საკითხების მიმართ.
ჩატარებული სამუშაოს შედეგად მოსწავლეებს შეეძლებათ ტექსტზე, ილუსტრაციებზე
და სქემებზე მუშაობა. აღწერა, დაკვირვება, შედარება, დამატებითი ინფორმაციის მოძიება. სქემების და მოდელების შექმნა, სხვადასხვა შხედულებების განხილვა და მათ
საფუძველზე საკუთარი მოსაზრებების ჩამოყალიბება, დისკუსია.
შეფასებისას დაკვირვებისა და ანალიზის ობიექტი იქნება: მოსწავლეთა მიერ ინფორმაციის მოძიების ორგანიზება; ჯგუფში მუშაობა; პრეზენტაციები–რომელშიც გამოყენებული იქნება სლაიდ–შოუ, ვიდეო მასალა; დისკუსია.
შეფასებისათვის მოსწავლეებთან ერთად შევქმნით შეფასების რუბრიკას, რომელსაც წინასწარ გავაცნობ მათ.
მოსწავლეები წინასწარ უნდა ფლობდნენ გენეტიკის საფუძვლებს, უნდა იცოდნენ მემკვიდრული ინფორმაციის შენახვის, გადაცემის და რეალიზაციის მექანიზმები, ჰქონდეთ ინფორმაციის მოძიებისა და ანალიზის უნარ–ჩვევები.
პროექტის განხორციელებისათვის მოსწავლეებს დავუსახელებ თემას, მიზნობრივად გადავანაწილებ მოსწავლეებს და ჩამოვაყალიბებ საპროექტო ჯგუფებს ( 5 ჯგუფი) .
I-ჯგუფი–თანამედროვე გენეტიკური ტექნოლოგიები
ა) გენური ინჯინერიის ზოგადი მიმოხილვა;
ბ) გენური რეკომბინაცია.
II-ჯგუფი–გენმოდიფიცირებული ორგანიზმები და ბიოლოგიური უსაფრთხოება
ა) კლონირება;
ბ) ცხოველთა კლონირება.
III-ჯგუფი– ადამიანის გენომი
ა) გენეტიკური ტესტირება მედიცინაში;
ბ) გენეტიკური ტესტირება კრიმინალისტიკაში.
IV-ჯგუფი– გენური თერაპია
ა) გენური თერაპიის მეთოდები;
ბ)ღეროვანი უჯრედები და მათი გამოყენების პერსპექტივები;
V- ჯგუფი– გენური ინჯინერია და ეთიკა.
მოსწავლეებს დავუსახელებ სხვადასხვა ლიტერატურას, რომელსაც გამოიყენებენ პროექტის მოსამზადებლად: ლ. ბურდილაძე X კლასის სახელმძღვანელო ,,ბიოლოგია";
შ. აუერბახი ,,გენეტიკა"; ნ. მღვდელაძე, ნ. კიკნაძე ,,გენეტიკის საოცრებანი"
ენციკლოპედიები, ინტერნეტი.
4 მონაწილეთა ასაკი;
15 წელი.
5 ვადები/ხანგრძლივობა;
ერთი თვე.
6 პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში;
მოსწავლეები ჯგუფებში დაამუშავებენ მითითებულ ლიტერატურას, ინტერნეტში მოიძიებენ სლაიდებს, ვიდეო მასალას, გააკეთებენ სქემებს.
7 მოსალოდნელი შედეგი/ პროდუქტი, რაც შეიძლება შეიქმნას;
მოსწავლეები მოიძიებენ ინფორმაციას და წარმოადგენენ პრეზენტაციების, ვიდეო მასალის, სლაიდ –შოუების, სქემების სახით და განვათავსებთ ბლოგზე.
8 სარგებელი სხვებისთვის;
ბლოგზე განთავსებულ ინფორმაციას ნახავს ნებისმიერი მსურველი და შეიტყობს გენური ინჯინერიის სიახლეებს. გაეცნობიან კლონირებას, გენმოდიფიცირებულ პროდუქციას და ბიოლოგიურ უსაფრთხოებას, გენურ თერაპიას.
9 სამუშაო ენა;
ქართული.
10 მონაწილეები სხვა სკოლებიდან;
11 საგნებთან /საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო
გეგმასთან კავშირი;
პროექტი მომზადდება ეროვნული სასწავლო გეგმის გათვალისწინებით,
ბიოლოგიის, ქიმიის, ფიზიკის ინტეგრირებით.
12 პროექტის ავტორი;
ნათელა წულაია.
13 ავტორის ელ.ფოსტა;
natelawulaia@gmail.com
14პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი.
natelawulaia.blogspot.com

Subscribe to:
Posts (Atom)